უცხოეთი
5 მაისს 3000 კრამატორსკელი ბლოკპოსტის შტურმისას ავაკიან-სააკიანის უკრაინელი ფაშისტების მიერ მოკლულ 21 წლის იულია იზოტოვასთან გამოსამშვიდობებლად მივიდა

1-kramatსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. 5 მაისს კრამატორსკი 21 წლის იულია იზოტოვას ემშვიდობებოდა, რომელიც უკრაინელი ძალოვანების მიერ ბლოკპოსტის შტურმის დროს დაიღუპა.

ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის მახლობლად მდებარე მოედანზე 3000-ზე მეტი ადამიანი ყვავილებით მივიდა. იულიას კუბოსთან მისი მშობლები და ნათესავები ისხდნენ და დუმდნენ. პრესასთან საუბარი მათ არ მოისურვეს.

კრამატორსკში ბლოკპოსტის შტუმრისას ნაცგვარდიისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ბოევიკებმა მედდა და მისი სამი მეგობარი მოკლეს. მანქანა, რომლითაც ახალგაზრდები უსაფრთხო ადგილას აპირებდნენ გადანაცვლებას, ავტომატებით ჩაცხრილეს. იულიას მეგობრები ადგილზე დაიღუპნენ, ქალიშვილი კი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. თვითმხილველის თქმით, გოგონას ავტომანქანის უკანა შუშის მხრიდან ორი ტყვია მოხვდა.

1kramat-1 1kramat-2