საზოგადოება
საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. რესტორან „ფუნიკულიორში“ საქართველოს პრეზიდენტის სახელით თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
„დღეს უკვე ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიულ, მრავალმხრივ და ფართოსპექტრიან თანამშრომლობად ჩამოყალიბდა. მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა არა მხოლოდ მმართველებს, არამედ ბიზნესმენებსა და ჩვენს ხალხებს შორისაც. ამგვარი აქტიური ურთიერთობის მქონე ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან კიდევ ერთი რამ აკავშირებთ, ესაა საერთო ხედვა შავ ზღვასა და კავკასიის აუზში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში“, - აღნიშნა, თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა.
ოფიციალურ ვახშამს საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და თურქეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
![]() |