საზოგადოება
„რუსულ–ქართული საზოგადოებრივი ცენტრი“ პრეზენტაციის გამართავს

1-obS-centrსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. 2014 წლის 8 მაისს, სასტუმრო „ციტადინესში“ „რუსულ–ქართული საზოგადოებრივი ცენტრი“ გეგმავს მოხსენების – რუსულ-ქართული ურთიერთობები: განვითარების ახალი გზების ძიებაში პრეზენტაციის გამართვას, რომელიც კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) პროექტის  („რუსეთ -საქართველოს დიალოგის ხელშეწყობა“) ფარგლებში მომზადდა. ცენტრს აღნიშნულ პროექტში პარტნიორობა რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭომ (РСМД) გაუწია.

პრეზენტაციას ქართულ საზოგადოებას წარუდგენენ:

– მოხსენების ავტორი, МГИМО-ს კავკასიის პრობლემების და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი  ნიკოლაი სილაევი;

– მოხსენების ავტორი, МГИМО-ს საერთაშორისო პრობლემების ანალიზის კათედრის უფროსი პედაგოგი ანდრეი სუშენცოვი.

მოხსენების პრეზენტაციის შემდეგ „რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი“ გეგმავს მრგვალი მაგიდის გამართვას თემაზე – რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაცია: რას მოგვიტანს უკრაინის კრიზისი?“.

გათვალისწინებულია ღონისძიებების გაშუქება ქართული მედიის მიერ.

ღონისძიებები ჩატარდება სასტუმრო “ციტადინესში” მისამართზე: თავისუფლების მოედანი 4.

დასაწყისი 11:00 საათზე.