პოლიტიკა
შეხვედრისას მხარეებმა ეკონომიკური საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ინვესტიციების ზრდა. მათ იმ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ, კერძოდ, საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენებს.
შეხვედრაზე პრეზიდენტებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს.