სამართალი
შსს-მ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

1krazha-sam-3საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი და მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა ირანის ორი მოქალაქე – 1968 წელს დაბადებული ალირეზა . და 1988 წელს დაბადებული რეზა . ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ბანკში მოქალაქეს 3800 ლარი მოჰპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბრალდებულებმა იმავე დღეს, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელი ერთ-ერთი პუნქტიდან 500 აშშ დოლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ალირეზა . და რეზა . თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ. მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით).