სამართალი
საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე.
„პროკურატურა ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ყველა ღონისძებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
ამავდროულად, მივმართავთ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.