აქტუალური
აშშ დასავლეთ საქართველოში ახალი გაზსადენის მშენებლობას აფინანსებს

john-bassხვალ, 17 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი ფოთს ეწვევა. ფოთში ბასი ამერიკის მთავრობის მიერ კონფლიქტის შემდეგ, საქართველოსთვის გამოყოფილი ერთი მილიარდი დოლარით დაფინანსებული პროექტის, სენაკისა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის მშენებლობას დაათვალიერებს. აღნიშნული მილსადენით ბუნებრივი აირი ფოთის, სენაკის, ხობისა და სამეგრელოს სხვა რაიონების მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 25 000 ადამიანს მიეწოდება. ელჩი შეხვდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიასა და ენერგო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც მილსადენზე მუშაობენ. ჯონ ბასი მშენებარე ობიექტს დაათვალიერებს და შეხვდება როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებს, ასევე, - საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებს.