აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას უმასპინძლა

1kolega-akt2საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა პირადად უმასპინძლა თურქ კოლეგას, რომელიც თბილისს გუშინ ესტუმრა. გიორგი მარგველაშვილმა და აბდულა გიულმა თბილისის ქუჩებში ფეხით გაისეირნეს, რუსთაველის გამზირიდან ლესელიძის ქუჩის გავლით ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს. თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას იმისათვის, რომ პირადად გაუწია გიდობა. აბდულა გიულის ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი გუშინ დასრულდა.

6 მაისს „თბილისის სამიტი 2014“ გაიმართა, რომლის მუშაობაში, საქართველოს, თურქეთისა და  აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, თანმხლები დელეგაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სამიტის მსვლელობისას განიხილავენ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებს. ლიდერები თანამშრომლობის შედეგებზე იმსჯელებენ და სამომავლო გეგმებსაც დასახავენ.

7 მაისს დაიწყება თურქეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ორმხრივი შეხვედრა. თურქეთის პრეზიდენტი გვირვინით შეამკობს დაღუპულ გმირთა მემორიალს.

აბდულა გიული თბილისიდან 7 მაისს გაემგზავრება.