პოლიტიკა
ავაქოვს სხვა მიზეზითაც მოემატება თავსატეხი - ისრაელიდან იუწყებიან, რომ რუსულენოვანი მოხალისე სამხედრო სპეციალისტები სლავიანსკშა და ოდესაში ახლავე გამგზავრების საშუალებას ეძებენ. ბატალიონი „ალია“, რომელიც 2002 წელს ჩამოყალიბდა ისრაელში ჩასული საბჭოთა არმიის და დსთ-ს ქვეყნების პროფესიონალი სამხედროებისაგან და რომელიც სადავო ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებებს იცავს, მზად არის დაუყოვნებლივ გაგზავნოს სლავიანსკში ოცი მაღალპროფესიული, საბჭოთა და ისრაელის არმიაში სამსახურის გამოცდილების მქონე მეომარი, ხოლო 2 კვირის განმავლობაში ნაცისტების წინააღმდეგ მებრძოლი თავისი მეომრების რიცხვი ორასამდე გაზარდოს.
ბატალიონის მეთაური რომან რატნერი ამტკიცებს, რომ ეს კერძო ინიციატივაა, რომელიც არ არის დაკავშირებული ისრაელის სახელმწიფოსთან. ფაშისტებისადმი განწყობა თითოეული მებრძოლის პირადი საქმეა, მაგრამ მთლიანად ბატალიონ „ალიას“ წევრებისათვის სულერთი არ არის, რა ხდება უკრაინაში, განსაკუთრებით ოდესის ტრაგედიის შემდეგ.