პოლიტიკა
აშშ, რომელსაც ასტრონომიული საგარეო ვალი აქვს, უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს!

1USA-polit-2საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ამერიკელი სენატორების ჯგუფი ამზადებს კანონს, რომლის მიხედვით აშშ შეძლებს კიევს 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ, რესპუბლიკელი მაკკეინის დამოწმებით, უკრაინული მედია იუწყება.

შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს “რუსულ აგრესიას, მიახვედროს პუტინი, რომ ის მაღალ ფასს გადაიხდის, თუ უკრაინის აღმოსავლეთის, ან თუნდაც სამხრეთის დაპყრობას მოინდომებს”, - გადმოსცემს ВВС.

ამერიკელ “ქორს” მიაჩნია, რომ რუსეთი წინააღმდეგი არ იქნება დაიპყროს უკრაინის არა მხოლოდ აღმოსავლეთი, არამედ დასავლეთიც, აგრეთვე, შეიერთოს მოლდოვა და დნესტრისპირეთი. მაკკეინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია მოსკოვის ქმედებებს რფ-ის სრული იზოლაციით უპასუხოს.