საზოგადოება
ცოდნის ფონდი სტუდენტებს სასწავლო ვაუჩერებს გადასცემს

1vauCer-sazoghad-2საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები უმასპინძლებენ სამასამდე აბიტურიენტს, რომლებმაც უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და სასწავლო ვაუჩერები მოიპოვეს.

მოსწავლეებს გაუფორმდებათ ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც მათ ენიჭებათ კანონიერი უფლება, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების კონკრეტულ სკოლებში/ფაკულტეტებზე ჩაბარების შემთხვევაში ისარგებლონ სასწავლო ვაუჩერით და დაიფინანსონ სწავლ. 2014 წელს გამოცხადებულ კონკურსებში თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა სულ 200 000 ლარამდე სასწავლო ვაუჩერები გასცეს.

ცოდნის ფონდი მზად არის დააფინანსის ნებისმიერი აქტიური მოსწავლის სწავლა, თუ ის მონაწილეობას მიიღებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.