აქტუალური
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ “თბილისის სამიტში 2014”

1prezidenti-aqtual-1საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ხვალ, 2014 წლის 6 მაისს, თბილისში გაიხსნება “თბილისის სამიტი 2014” რომელშიც მონაწილეობის მისაღებად დღეს საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული, ხოლო ხვალ, სამშაბათს დილით - აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩამოფრინდება. თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს.

სამიტზე განხილული იქნება ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგები, რომლებსაც ქვეყნებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში მიაღწიეს.

სამი ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტების ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები.