აქტუალური
სამშვიდობოებს ალექსეევკას აეროპორტში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დახვდა. სამხედროების დასახვედრად აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ბესიკ გოფოძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი.
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა, აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით, სრული სპექტრის ოპერაციები განახორციელეს. მათი მთავარი ამოცანა პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იყო.
31-ე ბატალიონის საქართველოში ჩამოსვლა ეტაპობრივად მოხდება. მიმდინარე თვის ბოლომდე ბატალიონის ყველა სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდება საქართველოში. ავღანეთში ისინი II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.