პოლიტიკა
საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ გაერთიანებას საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია უერთდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ მიღებულია ბლოკის საბჭოსა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერების კონსულტაციების შედეგად და მას ხელს აწერენ მანანა ნაჭყებია („ახალი მემარჯვენეები“), ალექსანდრე შალამბერიძე („თავისუფალი საქართველო“) და ვახტანგ ჟორდანია (სოციალ-დემოკრატიული პარტია).
„არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის“ ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვნად პოზიტიური, „რომელიც ჩვენს ერთობას კიდევ უფრო გაუმტკიცებს პოზიციებს წინასაარჩევნოდ. ვაცხადებთ, რომ მომავალშიც მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან ერთიანობის მისაღწევად, ვინაიდან ოპოზიციის ერთიანობა არის არჩევნებში წარმატების რეალური შანსი“, - ნათქვამია მემორანდუმში.