აქტუალური
რუსეთის პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინ ერნსტმა თავის მოკვლა სცადა

1Ernst-aqtual-1საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. 2014 წლის 30 აპრილს, საღამოს, რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის გენერალურ დირექტორს კონსტანტინ ერნსტს ტელეფონით ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა “გაზპრომის” ხელმძღვანელ ალექსეი მილერთან და ვლადიმერ პუტინთან, რის შემდეგაც შინ შეწუხებული დაბრუნდა და კაბინეტში ჩაიკეტა.

მალე მასთან ერთად მცხოვრებმა ლარისა სინელშჩიკოვამ გასროლის ხმა გაიგონა. კონსტანტინ ერნსტი ჰოსპიტალიზებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა მმართველობის ფსსდ “კლინიკურ საავადმყოფოში” ლოყისა და ენის ცეცხლსასროლი ჭრილობით, ის უგონო მდგომარეობაშია.

საქინფორმს არ აქვს დამატებითი ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ და მხოლოდ ვარაუდობს, რომ ეს პირველი არხის დირექტორის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა. საიდუმლო არ არის, რომ სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკა კონსტანტინ ერნსტის დირექტორობის დროს სათანადოდ არ ტარდებოდა, ამიტომ საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ ეს შემთხვევითი არ იყო და რომ პირველი არხის დირექტორი თვითონ უწყობდა ამას ხელს, რადგანაც ამაში რაღაცნაირად დაინტერესებული იყო.