საზოგადოება
საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქმიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება.
გუშინ ვიზიტის ფარგლებში უწმინდესი სოფელ ჰოშდერეში მცხოვრებ ლაზებს შეხვდა, რის შემდეგაც ტრაბზონში გაემგზავრა. დღეს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვედრებს ანკარაში გამართავს. შეგახსენებთ, რომ თურქეთში ვიზიტის ფარგლებში პატრიარქმა ქემალფაშაში მაკრიალის ეკლესია, დაბა ფინდიკლიში აღდგენილი ლაზური საცხოვრებელი სახლი და დაბა ფაზარში თამარის ციხე მოინახულა.