სამართალი
შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ სტუდენტებს განუმარტა, რომ კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
ახალგაზრდებს ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე და ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ესაუბრნენ.
შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე ლაპარაკობენ. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა.