ირაკლი ალასანია: „საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი საშუალებები“
საქართველო, 2 მაისი,
საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში
"ერთიანი და თავისუფალი ევროპა" მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი ალასანია საერთაშორისო ფორუმის ერთ-ერთ პანელში "ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვის დაცვა" სიტყვით გამოვიდა.
“რუსეთი ყოველთვის ქმნის ახალ რეალობას ადგილზე, აირჩევს ახალ სამიზნეს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოლაპარაკებებს დასავლეთთან. ახლა უკვე დასავლეთმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა - შესთავაზოს ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი - საქართველოში. საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ თქვენ სერიოზულად უდგებით საკითხს. ასევე საჭიროა კიდევ სხვა ნაბიჯების გადადგმა, რომელთაც ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების დროს განვიხილავთ. ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებთან ერთად უნდა მოხდეს სამხედრო შემაკავებელი საშუალებების განთავსება რუსეთის საზღვრებთან და დავეხმაროთ უკრაინას მთავარი მიზნის მიღწევაში… ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ნატოს გაფართოება, რადგან ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც რეალურად შეუძლია დააჩქაროს თავისუფლების, დემოკრატიის და უსაფრთხოების გავრცელების პროცესი“, - განაცხადა ალასანიამ.