პოლიტიკა
"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, სიტყვით გამოვა. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა "Freedom House"-ის აღმასრულებელ დირექტორ დავიდ კრამერთან და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელთან მირიამ ლანსკოისთან. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ალასანია უკვე შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებით, შეხვედრებზე ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა, ასევე, იქნება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ირაკლი ალსანია აშშ-ში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტის - ბარაკ ობამას მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში - ელისაბედ შურვუდსა და რუსეთის საკითხებში - მაიკლ მაკფოლს. ირაკლი ალასანიას ვიზიტი აშშ-ში 15 ნოემბერს დაიწყო და 23 ნოემბრამდე გაგრძელდება.