პოლიტიკა
საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
მხარეებმა ნატოს სამიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, რომელიც სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაიმართება. საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ნატოში ინტეგრაციის პროცესში და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. გიორგი მარგველაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველო ცდილობს, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს. შეხვედრისას ჯეიმს აპატურაიმ გამოხატა სურვილი, უახლოეს მომავალში საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს ესტუმროს ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შესახვედრად.