აქტუალური
ლევან ბერძენიშვილი: „ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაპირისპირება განათლებასთან დაპირისპირებაა“

1levanსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. „თუ ვინმეს საქართველოში მიაჩნია, რომ დისკრიმინაცია უნდა განხორციელდეს, ასეთი აზრის მქონე ადამიანები არიან ჩასახუტებელი და მოსაფერებელი, მაგრამ მათი აზრი არ უნდა გავითვალისწინოთ“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი, რომლის თქმითაც, ეს კანონი საქართველოს სჭირდება.

„როდესაც რომელიმე ერთი ჯგუფის დისკრიმინაცია ხდება, ეს ყველას დისკრიმინაციას ნიშნავს. თუ დღეს, მაგალითად, მსუქნებს ერჩიან, ხვალ შესაძლებელია, რომ პრობლემები გამხდრებს შეექმნათ. ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ეს განათლების საკითხია. მიმაჩნია, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაპირისპირება არის დაპირისპირება განათლებასთან. ის ინსტიტუტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში თვითონ იყო დისკრიმინაციის საგანი, დისკრიმინაციისთვის არ უნდა იბრძოდეს. ისინი უნდა გვეხმარებოდნენ, რომ არავის დისკრიმინაცია, მათ შორის რელიგიური მოტივით, არ მოხდეს. პარლამენტის მხრიდან იქნება სწორი ნაბიჯი, თუ მივიღებთ ამ კანონს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.