საზოგადოება
ქეთი მელუა „ოპელის“ ახალი ბრენდის კეთილი ნების ელჩი გახდა

keti-meluaბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა „ოპელის“ ახალი ბრენდის, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის, კეთილი ნების ელჩი გახდა. ამის შესახებ კომპანიამ გუშინ საზეიმოდ განაცხადა. „ოპელი“ გამოთქვამს იმედს, რომ ქეთი მელუა მომავალში „ოპელის“ სარეკლამო სახე გახდება. ქეთი 2011 წლის ევროპულ ტურნეში „ოპელ ამპერას“ ოფიციალურ მეგზურობას გაუწევს. „ოპელმა“ გადაწყვეტილება ქეთი მელუას საქველმოქმედო საქმიანობის გაცნობის შემდეგ მიიღო.