სამართალი
"თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენსავე მოყვანილ მთავრობას ჩვენვე გადავაყენებთ!" _ აცხადებენ შეკრებილები, რომლებსაც სხვა პლაკატებთან ერთად ამგვარი შინაარსის ტრანსპარანტიც აქვთ აქციაზე გამოფენილი: "ამოქმედდეს შავი წიგნი და შეჩვენების წესი!"
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას ქუთაისში გუშინ აქციით გამოეხმაურნენ სასულიერო პირები და მოქალაქეები. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციამ მოგვიანებით ქალაქის ცენტრში გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი არა მარტო ცალკეული მუხლის, არამედ მთლიანად კანონის მიღების წინააღმდეგი არიან.
"ვინც ამ კანონს იღებს, უნდა დაფიქრდეს, თუ რა შედეგებს მოიტანს ის თავად ამ ადამიანების და მათი ოჯახებისთვისაც", - განაცხადა აქციის მონაწილემ, შატბერდის მონასტრის არქიმანდრიტმა ნიკოლოზ პიტნავამ.