სამართალი
უჩა ნანუაშვილი: “კანონპროექტიდან ნებისმიერი დისკრიმინაციის საფუძვლის ამოღება უკან გადადგმული ნაბიჯია”

1uchaსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ კანონმდებლებმა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტი უნდა მიიღონ და კანონპროექტში დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ამჟამად არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს.

კანონი, მე ვფიქრობ, უნდა იყოს მიღებული, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის შენიშვნები იყოს გათვალისწინებული, რომლებიც სახალხო დამცველის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარადგინეს. ძირითადად, ეს ეხება კერძო სექტორს, ჩვენს უფლებებს კერძო სექტორში მუშაობასთან დაკავშირებით, რომ გაგვაჩნდეს გარკვეული მანდატი იმისთვის, რომ კერძო სექტორში გვქონდეს მუშაობის შესაძლებლობა, როდესაც საუბარია დისკრიმინაციის ფაქტებზე და ინფორმაციის გამოთხოვაზე, ასევე, სასამართლოს გამოყენებაზე დაჯარიმების პროცესში. მე ვფიქრობ, რომ დისკრიმინაციის ყველა საფუძველი უნდა დარჩეს ისე, როგორც არის ამჟამად მოცემული კანონპროექტში. ნებისმიერი დისკრიმინაცის საფუძვლის ამოღება, ვფიქრობ, კიდევ უფრო უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისათვის: პარლამენტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს აღარ განიხილავს.