პოლიტიკა
ალექსი პეტრიაშვილი: „იმედი მაქვს, ხვალამდე მოხდება აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება“

1aleksსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი ხვალამდე დამტკიცდება.

როგორც პეტრიაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღება ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

„უაღრესად მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის მიღება ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მთავრობის მიერ გაგზავნილი პოზიცია ერთიანი პოზიციაა და ეს დავამტკიცეთ ჩვენ და ამას მხარს ვუჭერთ. იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ან ხვალამდე მოხდება აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.