საზოგადოება
„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ არჩევნებში მონაწილე პარტიებს გაერთიანებას სთავაზობს

1kaxa-pravo-1საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ყველა ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებში არასაპარლამენტო პარტიებს აქვთ წარმატების რეალური შანსი. მეორეს მხრივ, ჯანსაღი ოპოზიციური ძალების დაქსაქსულობის პირობებში, გარდაუვალია ჩვენს გაერთიანებებს შორის ხმების გაყოფა, რაც წყალს ასხამს მხოლოდ ხელისუფლების და „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე.

3 მაისი არის კანონით გათვალისწინებული ბოლო ვადა ერთიანი არასაპარლამენტო ოპოზიციური ბლოკის შექმნისთვის.

„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, გადავდოთ გვერდზე ყოველგვარი უთანხმოება და 3 მაისამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ არასაპარლამენტო ოპოზიციური ბლოკის გაფართოებისთვის.

მივმართავთ ყველა არასაპარლამენტო პარტიას: ნუ გავუშვებთ ხელიდან გამარჯვებას, გავერთიანდეთ და ერთად მოვიგოთ ადგილობრივი არჩევნები.

ფიქრია ჩიხრაძე
კახა კუკავა