პოლიტიკა
საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგში ვერ მოხვდა.
რაც შეეხება კანონპროექტში განხორციელებულ ცვლილებებს, უკვე გადაწყვეტილია, რომ მესამე მუხლიდან ამოღებული იქნება ჩამონათვალი, კერძოდ, ჩამონათვალი - სასკოლო დაწესებულებებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში დაუშვებელია დისკრიმინაცია - კანონპროექტიდან ამოიღეს. ეს წარმოადგენდა საპატრიარქოს მოთხოვნას.
“იყო შიში გამოთქმული, რომ შესაძლებელია სკოლებში, დაწესებულებებში, ინსტიტუტებში, საგანმანათლებლო სივრცეში იყოს პროპაგანდისთვის ეს ადგილები გამოყენებული. იყო ეს მოსაზრება, ამიტომ, ეს რომ არ იყოს ასე გაგებული, იქნა ამოღებული”, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.