სამართალი
ირაკლი შიხიაშვილი, შესაძლოა, დააკავონ

1Sixiaსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დააკავონ. სახელისუფლებო კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა და პროკურატურა 11 მარტს არაბულ კომპანიასთან გაფორმებული 600-მილიონიანი ხელშეკრულებით დაინტერესდა, რომელსაც ხელს ირაკლი შიხიაშვილი აწერს. სალემ უმაიდ საიფის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა არაფერი იცის, თუმცა მომავალში ამ საკითხით დაინტერესებას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მემორანდუმში რამდენჯერმე არის ნახსენები, მას ინფორმაცია ე.წ. „ხრუშჩოვკების პროექტის” შესახებ არ აქვს. თავად შიხიაშვილი კი აცხადებს, რომ პროექტი მაშინ დაიწყება, როდესაც დაიწყება, თუმცა ამ დროისთვის ერთგვერდიანი პროექტი, რომელიც “ხრუშჩოვკების” ნგრევას და მათ ადგილზე ახალი შენობების აშენებას ითვალისწინებდა, ძალადაკარგულია.

გავრცელებული ინფორმაციით, შიხიაშვილს სახელისუფლებო წრეებთან და მმართველ კოალიციასთან ურთიერთობა დაეძაბა, რის გამოც თბილისის საკრებულოს სიაშიც ვერ მოხვდა.