აქტუალური
"ცენტრპოინტის’’ კრედიტორები ’’დექსუსისგან’’ კუთვნილი თანხების დაბრუნებას მოითხოვენ

centrpointi-kreditorebiსამშენებლო კომპანია "ცენტრპოინტის" კრედიტორები "დექსუსისგან" კუთვნილი თანხების დაბრუნებას მოითხოვენ. ამ მიზნით კრედიტორებმა დღეს "ცენტრ პოინტის" მთავარ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და ოფისში ძალით შეღწევას შეეცადნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ კომპანიასთან ინდივიდუალური შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმად, "ცენტრპოინტმა" კრედიტორებს ყოველწლიურად მოგების 20% უნდა გადაუხადოს, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა. "დექსუსის" წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობლემების გამო "ცენტრპოინტმა" ყველა უფლება კომპანია "დექსუსს" გადასცა.