რელიგია
დეკანოზი გიორგი რაზმაძე: "ქართულ ოცნებას" რომ ეთქვა, ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებდა, რომელი ქართველი მოგცემდათ ხმას?!“

1dekanozi-razmaZeსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ რომ ეთქვა, ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებდა, რომელი ქართველი მოგცემდათ ხმას?!, - ამ კითხვით უმრავლესობის წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ მიმართა.

ამასთან, მან სხდომაზე მყოფ არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მიმართა და მოუწოდა, წავიდნენ სოდომ-გომორში, რომელსაც დღესაც ცეცხლი უკიდია. "თქვენნაირი ხალხის ცოდვების გამო დაიწყო ეს ყველაფერიჭკუით იყავით თქვენ ცოტა!", - განაცხადა მან.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მთავარი სადისკუსიო თემაა, უნდა იყოს თუ არა კანონში "სექსუალურ ორიენტაციასთან" და "გენდერულ იდენტობასთან" დაკავშირებული პუნქტები. როგორც სხდომაზე ითქვა, თუ ეს ორი ფრაზა პროექტიდან ამოვა, კონფრონტაცია მოიხსნება.