საზოგადოება
თამარ კორძაია: „ეს არის ძალადობა პარლამენტზე“

1korZaiaსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. ის, რაც აქ ტრიალებს, არის ძალადობა პარლამენტზე, - აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ გააკეთა, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა.

მისი თქმით, საკომიტეტო სხდომაში მონაწილე სასულიერო პირებზე ნამდვილად ექმნება შთაბეჭდილება, რომ მათ პარლამენტში მანდატი სურთ.

"ამ დარბაზში ხდება ის, რომ თქვენ პირდაპირ ჩემს დასჯას ითხოვთ. თუ თქვენ ამ დარბაზში ჩემი ყოფნა გაღიზიანებთ, დარბაზს დავტოვებ თქვენი სიმშვიდისთვის, მაგრამ ის, რაც აქ ტრიალებს, არის ძალადობა პარლამენტზე და ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, მიუღებელია", – აღნიშნა თამარ კორძაიამ.