საზოგადოება
საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 29 აპრილს, სასულიერო პირებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი განიხილებოდა.
"ეს კანონი ხელს უწყობს ჰომოსექსუალობის პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ. სამწუხაროდ, პარლამენტარები ამას ვერ ხვდებიან. ევროპაში იქამდე მივიდა ხალხი, რომ აღლუმებს ატარებენ, მომავალი თაობა შეეგუა ამ ცოდვას, იგივე მოხდება ჩვენთანაც, კანონი თუ მიიღეს. კომიტეტის სხდომაზე ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, მტკიცედ იცავენ თავის პოზიციას და კამათის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა", - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.კომიტეტის სხდომა არასაპარლამენტო ოპოზიციამაც დატოვა. ჯონდი ბაღათურია ამტკიცებს, რომ დეპუტატები დაშინებული არიან:
"დეპუტატები განიცდიან ზეწოლას, არიან დაშინებულები, შინაგანად გვეთანხმებიან, მაგრამ ჩვენს აზრს არ ისმენენ და მთლიანად გადართული არიან ლგბტ პირების არაადეკვატურ დაცვაზე. ეს უმრავლესობის უფლებების შელახვაა… ნუ დათესავთ ქარს, თორემ მოიმკით ქარიშხალს", – აღნიშნა ბაღათურიამ.