პუბლიკაციები
ოთარ ჭითანავა: “ჟიული შარტავამ რაციით დაურეკა ლოთის და უთხრა — შევარდნაძემ გაგვყიდა, მე აქ მომკლავენ, უკვე მხედრიონელები ამოდიან, შენს ბიჭებს უშველე!”

1analit-GEO-mtavarსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. 49 წლის ოთარ ჭითანავა ოჩამჩირელი ქართველია, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი იყო.

ამ დღეებში სააგენტო „საქინფორმმა“ მისი ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც გაუგონარი და ენითაუწერელი ამბებია მოთხრობილი.

„ასავალ-დასავალი“ ოთარ ჭითანავას პერსონით საგანგებოდ დაინტერესდა და ვრცელი საგაზეთო ინტერვიუ ჩამოართვა.

ბატონო ოთარ, 10 ათას დოლარად ედუარდ შევარდნაის ლიკვიდაციას მართლა გეგმავდით?

— შევარდნაძის მოსაკლავად მე ფული მხოლოდ იმიტომ მჭირდებოდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები ოჩამჩირიდან გამომეყვანა. 1992 წლის ნოემბერში მივედი ლოთი ქობალიასთან და ვუთხარი, ყველაფერი მომზადებულია, მაქვს სნაიპერის შაშხანა, ე. წ. „СВД“ და რესტორან „ჩეგემის“ სამზარეულოდან განვახორციელებ გასროლას-მეთქი. ეს „ჩეგემი“ სავაჭრო ცენტრის ბოლო, მეხუთე სართულზე იყო და პირდაპირ უყურებდა ოჩამჩირის შტაბს. შტაბის წინ ბაღი იყო, ხოლო ბაღის წინ — სავაჭრო ცენტრი. მანდ ძალიან ხშირად მოდიოდა ეს ვაჟბატონი, ვერტმფრენები სულ მანდ სხდებოდნენ...

ლოთი ქობალიამ ამ შეთავაზებაზე რა გიპასუხათ?

— ლოთიმ მითხრა, ზვიადს ვკითხავო! მერე მითხრეს, ეს თანხა — 10 ათასი დოლარი, არ გვაქვს, მაგრამ შენს ოჯახზე ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენ გადავმალავთ, ოღონდ შენ ეს საქმე გააკეთეო!.. მე ვერ გავრისკე და ვერ გავაკეთე...

როგორ ფიქრობთ, ტერაქტის შესახებ ინფორმაციამ ხომ არ გაჟონა?

— ინფორმაციას რომ გაეჟონა, დღეს მე ცოცხალი არ ვიქნებოდი, რადგან მთელი ომის პერიოდში სულ ოჩამჩირეში ვტრიალებდი.

ბატონო ოთარ, როგორც თქვენ წერთ, საგანგებოდ დაუმეგობრდით ჯაბა იოსელიანს და მხედრიონისსხვა ლიდერებს... რა გქონდათ ჩაფიქრებული?

1analit-GEO-1

— კი, ჯაბას და მის ბიჭს ძალიან ახლოს ვიცნობდი, „მხედრიონის“ სხვა ლიდერებთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ეს ყველაფერი მჭირდებოდა შევარდნაძის მოსაკლავად, რადგან ჯაბა იოსელიანისა და მისი გარემოცვის საშუალებით ზედმიწევნით ვიცოდი შევარდნაძის მარშრუტის, მისი გადაადგილების შესახებ; ვიცოდი, როდის უნდა ჩამოსულიყო შევარდნაძე. ერთადერთი კაცი, ვინც ტერაქტის მზადების შესახებ იცოდა, არის ლოთი ქობალია. შეთანხმების თანახმად, ლოთის არ უნდა ეხსენებინა ჩემი გვარი და სახელი, არავის უნდა სცოდნოდა, ვინ გეგმავდა ტერაქტს.

რესტორანი ჩეგემივისი იყო, თქვენი ახლობლის?

— კი, ძალიან ახლობლის, მაგრამ ის ჩემი ჩანაფიქრის შესახებ აზრზე არ იყო. მე პოზიციურად მაწყობდა „ჩეგემის“ სამზარეულო, ძალიან მოხერხებული ადგილი იყო, ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა.

ბატონო ოთარ, ჯაბა იოსელიანი რომ გამხდარიყო თქვენი სამიზნე, ამაზე არ გიფიქრიათ?

— არცერთი წუთით!..

რატომ, ჯაბა და მისი მხედრიონიხომ შევარდნაის მთავარი დასაყრდენი ალები იყვნენ?

— ლავრენტი ბერია ხომ მაგარი კაცი იყო, მაგრამ სტალინის გარეშე რა ქნა?.. ვერაფერი!.. უსტალინოდ მაშინვე გაანადგურეს და დახვრიტეს. არც კიტოვანი და არც იოსელიანი არ იყვნენ ის ფიგურები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ყველაფრის თავი და თავი იყო ედუარდ შევარდნა. სენაკში „წითელი ჯვრის“ ხალხი დავიჭირეთ და კარგად დავჟეჟეთ, რადგან შევარდნაძის სასარგებლოდ შპიონაჟს ეწეოდნენ, შევარდნაძის ხალხს ჩვენი პოზიციების კოორდინატებს უზუსტებდნენ და მერე შევარდნაძე გვბომბავდა.  „ტოიოტას“ ექვსი ჯიპი წავართვით, „ვოლვოს“ ჯიპებიც იყო... მერე ეს ჯიპები ბრ’ოლებს შეეწირა.

თქვენ ჟიული შარტავას გარდაცვალების შესახებაც ფლობთ საინტერესო და განსაკუთრებულ ინფორმაციას.

— 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 სექტემბერს გადმოვედით აფხაზეთიდან და 30 სექტემბერს დილით ჯერ ნათესავებს მივაკითხე ზუგდიდში, ხოლო შემდეგ ჩვენს შტაბში მივედი, სადაც ლოთის ვკითხე — კოდორიდან ბიჭები რატომ გამოიყვანე, ხალხი რომ გამოსულიყო, დერეფანი რატომ არ დატოვე-მეთქი? ლოთი ქობალიამ მიპასუხა — მე შენ არაფერს გეტყვი, წამოდი და ჩემს რადისტს ჰკითხე, რა დაურეკა და რა შეატყობინა სოხუმიდან ჟიული შარტავამო!.. ჩავედით ეზოში, იქ „გაზ-56“ იდგა, რადიოსადგურის მანქანა. რადისტს ვეკითხები — რა შეგატყობინეს და რა დაგირეკეს სოხუმიდან-მეთქი?.. რადისტმა მიპასუხა ჟიული შარტავამ რაციით დაურეკა ლოთის და უთხრა ლოთი, შევარდნაემ გაგვყიდა, მე აქ მომკლავენ, უკვე მხედრიონელები ამოდიან, შენს ბიჭებს უშველე, კოდორის გზაზე რომ ბიჭები გყავს, სუყველას დახოცავენ, ხალხი გადაარჩინეო!.. ლოთი ქობალიას ბოლომდე ეჭირა დერეფანი, ხოლო ხალხს შევარდნაძის აგენტები იმას ეუბნებოდნენ, ოჩამჩირისკენ გზა არ არის, ჭუბერით უნდა წახვიდეთო!..

1analit-GEO-2

თქვენ იმას ამბობთ, რომ ჟიული შარტავა შევარდნაის ხალხმა მოკლა?

— ამას კი არ ვამბობ, ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული და ეს მე ვიცი აფხაზებისგანაც. მოსკოვში შევხვდი ნაომარ აფხაზ ბიჭებს და იმათ მითხრეს — მკვდარი ჟიული შარტავა მხედრიონელებმა გადასცეს გუდაუთელ აფხაზებს და მერე აგორდა ჭორი, თითქოს ჟიული გუდაუთაში დახვრიტესო!.. იმ აფხაზ ბიჭსაც ველაპარაკე, შევარდნა მიზანში რომ ჰყავდა ამოღებული სოხუმში და მითხრა რუსმა ოფიცერმა შუბლზე იარაღი დამადო და მიბრანა შევარდნაეს არ ესროლო, თორემ მოგკლავ, ეგ სოხუმიდან მშვიდობით უნდა გავიდესო!..

ბატონო ოთარ, ზვიად გამსახურდიას ვალტერისად აჩუქეთ?

— ზუგდიდში, ლოთი ქობალიას სახლში!.. ეს სოხუმის დაცემის შემდეგ მოხდა; ჩვენ აფხაზეთის საზღვრისკენ წავედით, საჭესთან მე ვიჯექი, ლოთი გვერდით მეჯდა, უკან დაცვის ბიჭები იყვნენ. უნიკალური იარაღი — „ვალტერი“ ფეხზე მეკეთა კაბურით. „ცეპლენიას“ რომ ვაჭერდი, შარვლის ტოტი მაღლა აიწია და „ვალტერი“ გამოჩნდა. ლოთი ქობალიას იარაღი ‘ალიან უყვარდა... დაინახა ლოთიმ „ვალტერი“ და შემიჩნდა — მანახეო!.. ვიცოდი, არ დამიბრუნებდა და შვილები დავაფიცე — არ წაიღო-მეთქი!.. დაიფიცა... რომ ნახა „ვალტერი“, ისეთი ლამაზი და კოხტა იყო, გადაირია — ეს რა დამაფიცე, რა მაგარი იარაღიაო!.. მივედით ლოთის სახლში, სადაც ბატონი ზვიადი დაგვხვდა. მე დედა მყავს გვარად გამსახურდია... ზვიადმა იარაღი რომ დაინახა, ლოთის ჰკითხა — ეს რა არისო?.. ლოთი ეუბნება — აი, თქვენი დისშვილის არის ეს იარაღიო!.. ზვიადმა იარაღი ხელში დაიჭირა და მეუბნება — ჩემს ცხოვრებაში არ მომწონებია იარაღი, ეს რა მაგარი რაღაც არისო!.. ლოთიმ გამომაჯავრა — ე, ბიჭო, ბიძაშენს მოეწონა იარაღი და მიეციო!.. ბატონ ზვიადს, აბა, უარს როგორ ვეტყოდი, ჩემი ხელით შევუკარი ფეხზე კაბურა, რომელშიც გაკრიალებული „ვალტერი“ იდო. ზვიადმა შარვალი გაისწორა და თქვა ბიჭო, რომც დამიჭირონ და გამჩხრიკონ, კაციშვილი ვერ იფიქრებს, რომ მე სადმე იარაღი მაქვს და ყოველთვის შემელება თავის მოკვლაო!.. ძალიან გვეწყინა და ცუდ ხასიათზე დაგვაყენა პრეზიდენტის სიტყვებმა. მე ვუთხარი — ბატონო პრეზიდენტო, მაგ ვალტერშიხუთი ტყვია ჩადის და ხუთ მტერს მოკლავთ, ხოლო, თუ ხუთზე მეტნი იქნებიან, თქვენთვის ტყვიას ყოველთვის გამოებნიან ნაირლები-მეთქი!..

ზვიადმა ჩაიცინა და მითხრა ვიცი, შვილო, განა არ ვიცი, მაგრამ მე უფრო თავს მოვიკლავ, ვიდრე სხვას მოვკლავო! მიუხედავად ამ სიტყვებისა, მე ასი პროცენტით ვიცი, რომ ზვიადს თავი არ მოუკლავს!

თქვენ წერილში ამტკიცებთ, რომ ზვიად გამსახურდია ორი ტყვიით არის მოკლული ერთი ტყვია მუცელში აქვს დახლილი, ხოლო მეორე თავშიო!.. ეს ვერსია თავდაყირა აყენებს ყველაფერს!

— პრეზიდენტს „მაუზერის“ ან „ნაგანისთვის“ განკუთვნილი დიდი ტყვია მუცელში ესროლეს, ხოლო შედარებით მცირე ზომის ტყვია — თავში!

როსტოვში რომ ჩაუტარეს ზვიადის ცხედარს ექსპერტიზა, ისე მოხდა, რომ ჩემი ნაცნობის ალიან ახლობელი გოგონა მუშაობდა იმ დაწესებულებაში და იმან გამოგვიტანა ამბავი ორი ნატყვიარი აქვს, ერთი მუცელში, ხოლო მეორე თავშიო!..

სად მოხდა ეს მკვლელობა?

— ამის შესახებ არაფერი ვიცი!..

ბატონო ოთარ, თქვენ რა ვითარებაში დაშორდით პრეზიდენტს?

— მე და ლოთი ანაკლიაში წავედით რუსეთის არმიის მაიორთან შესახვედრად, რომელიც ქართველი იყო. ჩვენ გვეგონა, შევარდნაძემ შუამავლები გამოგვიგზავნა, ალბათ, გვნებდებიან-მეთქი!.. ეს ის დროა, როცა მხედრიონელები გარბიან და კოპიტნარამდე მოვედით.

ქუთაისში რატომ არ შემოხვედით?

— ზვიადმა გაგვაჩერა!.. ასე ამბობდა — მე ჩემს თბილისში იარაღით არ შევალ, ამ ნაძირლებმა, ამ პუტჩისტებმა უნდა დაყარონ იარაღი და ასე გამარჯვებულები, უიარაღოდ უნდა შევიდეთ თბილისშიო!.. სულ მაგაზე მქონდა ლოთი ქობალიასთან კამათი — წინ რატომ არ მივდივართ-მეთქი?.. ზვიადი არ გვიშვებდა თურმე...

ალიან სკანდალური იყო თქვენი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანია და უსუპოვი სააკაშვილის დაცვის წევრებმა . . ცელოფნის პარკებით მოგუდეს მანქანაში და მერე მიიტანეს მათი გვამები იმ კონსპირაციულ ბინაში!

— ნუ მკითხავთ იმას, თუ ვინ მითხრა ამის შესახებ, რადგან წყარო ძალიან კომპეტენტური და სერიოზულია. მკვდარ ჟვანიასა და უსუპოვს ფილტვებში შპრიცით შეუშხაპუნეს მხუთავი გაზი, რითაც შექმნეს გაზით გაგუდვის იმიტაცია. ექსპერტიზამ ფილტვებში გაზის კვალი აღმოაჩინა, მაგრამ სისხლში გაზი არ აღმოჩნდა, რაც სრული აბსურდია. კაცს, რომელმაც მხუთავი გაზი ისუნთქა, არ შეიძლება, სისხლში გაზი არ აღმოაჩნდეს!..

რატომ ვერ ან არ მიიყვანეს ბოლომდე ჟვანიას მკვლელობის გამოიება? 

— სააკაშვილს მაგის გამოძიება აწყობდა?..

სააკაშვილს არ აწყობდა, მაგრამ დღეს ხომ სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში?

როგორ ფიქრობთ, დღეს ვინ მართავს საქართველოს?.. ამერიკის საელჩო, რომელიც ისევ ველ ადგილას დგას, თორემ გიორგი მარგველაშვილი, აბა, რისი პრეზიდენტია?

იცით, რა მაინტერესებს?.. ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობთ და რატომ დუმდით მთელი ამ ხნის განმავლობაში? რაღა მაინცადამაინც ახლა გამოჩნდით?

— 2009 წლის შემდეგ ვცდილობ, ეს ყველაფერი საზოგადოებამდე მივიტანო, მაგრამ ვერ შევძელი. შარშან დეკემბერში ჩამოვედი რუსეთიდან და აი, უკვე აქ ვარ!.. სერგეი შამბას ბიძაშვილი — ედიკ შამბა იყო რუსეთის ფედერაციაში ბაღაფშის წარმომადგენელი. ედიკ შამბა ჩემი ძმაკაცია და მან მითხრა — შენ მართალი ხარ, შევარდნაძე და არძინბა იმ ომში ერთად იყვნენ, გარიგებულები იყვნენ და 1993 წლის ახალი წლის ღამეს ერთად შეხვდნენ ბიჭვინთაშიო!.. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსანი, რომლისგანაც არძინბა და შევარდნაძე ერთად ყიდულობდნენ იარაღს! ტამიშთან ბროლის დროს მხედრიონელებს სულ ახალი ყუმბარმტყორცნები ჰქონდათ, რომელთა ნომრები მთავრდებოდა 55“-ით, ხოლო აფხაზებს, რომლებსაც ჩვენებმა იარაღები წაართვეს, ყუმბარმტყორცნებზე ეწერათ იგივე ნომერი, იგივე სერია, რომელიც მთავრდებოდა 56“-ით, ანუ ერთი და იმავე საწყობიდან იყო წამოღებული იარაღი, რომლის ნაწილიც ჩვენ მოგვყიდეს და ნაწილი აფხაზებს!..

როგორ ფიქრობთ, შევარდნა ამ ყველაფერს რომ წაიკითხავს ან შეიტყობს, რას მოიმოქმედებს?

— ოდესმე ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას სიმართლე?.. მე ვუთხარი ეს სიმართლე!..

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე