უცხოეთი
პენტაგონი: შოიგუმ „აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ზრახვები განმარტა“

1Soiguსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაუდასტურა პენტაგონის ხელძღვანელ ჩაკ ჰეიგელს, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის საზღვარს არ გადაკვეთენ. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კონტრადმირალმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„მინისტრი შოიგუ ირწმუნება, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არ შევლენ“, - აღნიშნა მან.

კირბის თქმით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს და ჰეიგელმა, კერძოდ, სთხოვა მოსაუბრეს, „განემარტა რუსეთის ზრახვები აღმოსავლეთ უკრაინაში“. მინისტრმა ჰეიგელმა აღნიშნა, თუ რამდენად სახიფათოა სიტუაცია და ღირსეული გამოსავლის მოძებნის სურვილი გამოთქვა“, - განაცხადა კონტრადმირალმა.