პოლიტიკა
საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
ცვლილებების პროექტს მუხლობრივად მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე წარადგენს.
განხილვას სასულიერო პირები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან, მათ შორის არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.საია კანონმდებლებს სანქციის სახით ჯარიმის დაწესების შემოღებას სთხოვს.
კანონპროეტის მიხედვით, თუ პირს რაიმე სახის მომსახურებაზე უარს, სქესის, რასის, წარმოშობის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი და წოდებრივი მიზეზით ეტყვიან, მის უფლებებს ანტიდისკრიმინაციული კანონი დაიცავს.
კანონი მოქალქეებზე იმ შემთხვევაშიც იზრუნებს, თუ სხვა პირებთან შედარებით არათანაბარ ვითარებაში ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ჯანმრთელობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო ჩააყენებენ.