სამართალი
მოიგე ჯეკპოტი - წადი ციხეში!

jekpotiსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. ჟურნალისტ სოფიო ყარალაშვილსა და ეროვნული ლატარიის კომპანიასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შეიქმნა გვერდი „მოიგე ჯეკპოტი - წადი ციხეში!“, რომელსაც ამ დროისათვის 547 „მოწონება“ აქვს.

მეგობრებო ! ყველას ვინც მოიწონებთ გვერდს გთხოვთ გაავრცელოთ ასევე თქვენს მეგობრებთან. თქვენი დახმარება გვჭირდება, რომ ერთობლივი ძალით მოვუღოთ ბოლო ამ თაღლითებს!!!“ - მოუწოდებენ გვერდის შემქმნელები „ფეისბუქის“ მომხმარებლებს.

აღნიშნულ გვერდზე თავმოყრილია მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციები და ვიდეოჩანაწერები ლატარიის ბილეთის საქმესთან დაკავშირებით და გამოთქმულია მომხმარებელთა მოსაზრებები.

კარგი იქნებოდა შსს დაინტერესდეს ყველა მოგებული ჯეკ–პოტით, იმ მილიონებით, რომელიც ვითომ 8 კაცს მოაგებინეს. იმ ადამიანებითაც დაინტერესდეს, ვინც მოიგო, (თუ მოიგო სოფოს მსგავსად, ისიც საკითხავია). პირველივე ჯეკპოტის მოგებისას გავრცელდა ხმები, რომ იმ ქალბატონს ის ფული თუ არ ვცდები 4 მილიონი არ აუღია და მხოლოდ 100 ათასი მისცეს...“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი აღნიშნულ გვერდზე.