სამართალი
ჟურნალისტი სოფიო ყარალაშვილი „ლატარიის კომპანიისგან“ მოგებული თანხის მიღებას ითხოვს

Sophoსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. თაღლითობის მცდელობაში ბრალდებული სოფიო ყარალაშვილი ბრალს არ აღიარებს და „ლატარიის კომპანიისგან“ მოგებული თანხის მიღებას ითხოვს.

როგორც ყარალაშვილმა „frontnews“-თან საუბრისას აღნიშნა, მან ლატარიის ბილეთი ერთ–ერთ საგაზეთო ჯიხურში შეიძინა და ჯეკპოტი – 561 176 ლარი სამართლიანად მოიგო.

იმ ადამიანს, რომელსაც ამ საქმეში ჩემთან ერთად წაუყენეს ბრალი, საერთოდ არ ვიცნობ. ბილეთი შევიძინე და ჯეკპოტი მოვიგე. „ლატარიის კომპანიისგან“ მოლოცვაც მივიღე, თუმცა თქვენც ნახეთ, რომ კუთვნილი თანხის მიღების ნაცვლად ე.წ. „მოდულის შენობაში“ აღმოვჩნდი, სადაც ბრალი წამიყენეს. ამ ეტაპზე კი სასამართლოს მოლოდინში ვარ. რაც შეეხება მოგებას, ეს თანხა სამართლიანად მოვიგე, ამიტომ გაჩერებას არ ვაპირებ და ჩემს ადვოკატებთან ერთად მის მისაღებად ბოლომდე ვიბრძოლებ“, – აცხადებს ყარალაშვილი.