აქტუალური
ჟურნალისტ სოფო ყარალაშვილს, რომელმაც ლატარეაში ჯეკ–პოტი მოიგო, თანხას არ უხდიან და ციხით ემუქრებიან

sofa-1საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ლატარიის კომპანიამ მოგებული ჯეკ–პოტი ჟურნალისტ სოფო ყარალაშვილს არ გადაუხადა და მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოითხოვა.

ამის შესახებ სააგენტო „რეპორტიორის“ ჟურნალისტმა, სოფო ყარალაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. ჟურნალისტი მოგებული  561 176 ლარის ოდენობით ჯეკ-პოტის გადახდას ითხოვს.

მისივე ინფორმაციით, 18 აპრილს წერეთლის გამზირზე ბანკ „რესპუბლიკის“ წინ, იყიდა „საქართველოს ლატარიის“ ბილეთი, როცა გაიგო რომ მოიგო თანხა, დარეკა საქართველოს ლატარიის კომპანიაში, სადაც დაუდასტურეს, რომ მას მოგებული ჰქონდა ჯეკპოტი.

მითხრეს, რომ ჯეკ-პოტი მოვიგე და დაჯილდოვება უნდა დავგეგმოთო. მე ჩვეულებრივ სამსახურში წავედი, სამსახურში მომაკითხა პოლიციამ და მოულოდნელად გადამიყვანეს მოდულის შენობაში. როგორც იქ მითხრეს, ბილეთი არის გაყალბებულიო, რაც აბსურდია, რადგან დროც მახსოვს და ადგილიც, სადაც ბილეთი შევიძინე. მოვითხოვე ბანკ „რესპუბლიკის“ ვიდეო ჩანაწერები ამოიღონ და აუცილებლად ნახავენ, როგორ ვყიდულობ ბილეთს”, – განაცხადა სოფო ყარალაშვილმა.

სოფო ყარალაშვილი აცხადებს, რომ პირი რომელსაც მასთან ერთად ბრალი წაუყენეს, არასოდეს უნახავს, არც იცნობს და შეხება არასოდეს ჰქონია.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ლატარიის კომპანიას მოგებული თანხის გადახდა არ უნდა და ამიტომაც, მრავალი მეთოდით ცდილობს მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია აწარმოოს და ციხით სწორედ იმიტომ აშინებენ, რომ მოგებულ თანხაზე უარი თქვას.