აქტუალური
forum.ge-ის მომხმარებლის შეკითხვა საქართველოს ლატარიის კომპანიას

lotoooსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. forum.ge-ის მომხმარებლის atila92-ის დამაფიქრებელი შეკითხვა საქართველოს ლატარიის კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით:
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 20 საათსა და 45 წუთზე დავით ი.-სთვის ცნობილი გახდა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პირველი კატეგორიის პრიზის მომგებიანი ციფრები - 5, 9, 15, 19, 30, 32. დავით ი. მუშაობდა შპს „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორად. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა შპს „საქართველოს ფოსტის“ და შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება.

 მან ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, ვინაიდან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდა შესაბამის სერვერთან და ხელოვნურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეცვალა კომპიუტერული მონაცემი და შექმნა უნიკალური კოდის მქონე ლოტოს ყალბი მომგებიანი ბილეთი, სადაც მითითებული იყო ზემოაღნიშნული ციფრები.

 

ლატარია იმართება 20 საათსა და 50 წუთზე

კითხვა: როგორ რატომ გახდა ციფრები ცნობილი ბატონი დავითისთვის ლატარიის ჩატარებამდე?
რა გამოდის, წინასწარ აქვთ განსაზღვრული რომელი ციფრები უნდა ამოვიდეს?

kitxva