საზოგადოება
გიორგი ფოფხაძე: ფრანგული ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებმა მითხრეს, ბილეთის გაყალბება პრაქტიკულად წარმოუდგენელიაო!

g-fofxaZeსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ჟურნალისტ სოფო ყარალაშვილის მიერ ჯეკპოტის მოგებასთან დაკავშირებით „facebook"-ის საკუთარ გვერდზე წერს.

დღეს შევეცადე გამერკვია ფრანგულ ლატარიის კომპანიებთან ის, რასაც ედავებიან ამ სოფოყარალაშვილს (ნუ რაც ინფორმაცია მქონდა ინტერნეტში მოპოვებული მასალებით) და სამმაკომპანიამ ერთი და იგივე პასუხი გამცა... ბილეთის გაყალბება პრაქტიკულად წარმოუდგენელია,რაღაც გვგონია რომ, გამთამაშებელი კომპანიის არგუმენტაცია არის საეჭვო", - წერს ფოფხაძე.

შეგახსენებთ, სოფო ყარალაშვილმა ლატარეაში ჯეკ-პოტი მოიგო, თუმცა თაღლითობაში დაადანაშაულეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 15 ათასლარიანი გირაო შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ლატარიის კომპანიის" თანამშრომელმა დავით ი.-მ ლოტოს ყალბი მომგებიანი ბილეთი დაამზადა, რომელიც სოფიო ყ.-მ 561 176 ლარის ოდენობით ჯეკ-პოტის თაღლითურად დაუფლების მიზნით გამოიყენა. ყარალაშვილი აცხადებს, რომ არ იცნობს ამ ადამიანს, დანებებას არ აპირებს და მოგებულ თანხას ითხოვს.