სამართალი
რატი ნამგალაძე - ამბროლაურის მერობის კანდიდატი

namgalaZe-sam-2-analit-1საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.
რატი ნამგალაძე დაიბადა 1965 წლის 5 სექტემბერს, ქალაქ ამბროლაურში
1987 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი მშენებელი ინჟინრის სპეციალობით.
2003 წელს დაამთავრა თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომიკური ინსტიტუტი, ხოლო 2005 წელს - თბილისის ყურძნის, ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების, საქონელმცოდნეობისა და სპეციალისტთა გადამზადების ინსტიტუტი.

2011 წლიდან დღემდე მუშაობდა შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ქუთაისის სერვისცენტრის ოფიცრად.

2003-2011 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა ამბროლაურის საოლქო საგადასახადო ინსპექციის შემოწმებისა და საგადასახადო კონტროლის განყოფილების ინსპექტორად, ქუთაისის შემოწმებისა და აუდიტის სამმართველოს უფროს ინსპექტორად, კონტროლის პალატის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ინსპექტორად, საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის ინსპექტორად და თბილისის მერიის „თბილბინრემშენის“ სანტექნიკისა და ელმოწყობილობათა სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად.

ფლობს რუსულ ენას.

ჰყავს მეუღლე.