აქტუალური
ირაკლი კაკულია - ფოთის მერობის კანდიდატი

kakulia-aqtual-3-analit-9საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.
ირაკლი კაკულია დაიბადა 1968 წლის 12 დეკემბერს, ქალაქ  ფოთში.
1992 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით, ხოლო 2005 წელს - ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1992-1994 წლებში იყო კოოპერატივ „ნაბადას“ ბრიგადირი; 1994-1998 წლებში - ქ. ფოთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს განყოფილების უფროსი.

2000-2004 წლებში იყო საზოგადოებრივი მოძრაობა „ფოთის ღვთისმშობლის ტაძრის დაბრუნების“ გამგეობის წევრი.

1998-2006 წლებში მუშაობდა შპს „ალდაგი ფოთში“ გენერალურ დირექტორად, ხოლო 2009-2012 წლებში - შპს „აკტაუ სიბარიტის“ დირექტორად.

2002-2009 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ წევრი. 2002-2006 წლებში - ფოთის საკრებულოს წევრი.

2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

2014 წლიდან დღემდე იყო ქ. ფოთის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.