აქტუალური
ირაკლი გოგოხია - ზუგდიდის მერობის კანდიდატი

gogoxia-aqtual-2-analit-8საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.
ირაკლი გოგოხია დაიბადა 1969 წლის 26 აგვისტოს, ქალაქ თბილისში.
1991 წელს  დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტი,  1995 წელს კი - ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
1995 წელს სწავლობდა ფრანკფურტის საბანკო აკადემიაში. ამავე წელს იყო „დოიჩე ბანკის“ სტაჟიორი.

1991-1993 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „კავკასიის სასაქონლო სანედლეულო სავალუტო ბირჟის ზუგდიდის ფილიალის“ დირექტორის მოადგილე.

1993-1995 წლებში იყო  ბანკ „გეას“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

1996-2002 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს საფოსტო ბანკის ზუგდიდის ფილიალს.

2002-2003 წლებში იყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006 წლამდე კი - საკრებულოს წევრი.

2007 წელს დააარსა შპს „ზუგპეტროლი“, 2009 წლიდან შპს „ოილპროს“ დამფუძნებელია.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე.