აქტუალური
ზურაბ ჯირკველიშვილი - გორის მერობის კანდიდატი

jirkveliSvili-aqtual-1-analსაქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.
ზურაბ ჯირკველიშვილი დაიბადა 1956 წლის 18 იანვარს, ქალაქ გორში.
1978 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი.
1996  წელს  კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში,გაიარა „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების“ კურსი.

1988-1990 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონსულტაციო ორგანიზაცია „ფინანსების“ გორის ფილიალის დირექტორი.

1990-1995 წლებში ხელმძღვანელობდა  საქართველოს კოოპერატორთა კავშირის გორის საწარმოო-კომერციულ ცენტრს .

1995-1996 წლებში  იყო  შიდა ქართლში  საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე.

1999-2004 წლები - გორის პურკომბინატის ს/ს. „ივერიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

2004-2005 წლებში ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალ-აგროში“ ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს.

2005-2011 წლებში იყო  შპს „ალაფი-აგროს“ დირექტორი.

2011-2012 წლებში  ხელმძღვანელობდა შპს „ტიტალ-საქართველოს“.

2012 წლიდან გორის მერობის კანდიდატად ოფიციალურ  წარდგენამდე იყო შპს „გორის სასათბურე მეურნეობის“ დირექტორი.

ფლობს რუსულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.