პოლიტიკა
დავით ნარმანია - თბილისის მერობის კანდიდატი

narman-polit-1-analit-1საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.
დავით ნარმანია დაიბადა 1979 წლის 7 მარტს, ზუგდიდში.
2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის” სპეციალობით.
2000 წელს მიენიჭა ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
2002 წელს მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის კვალიფიკაციით.

2006 წელს, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მიენიჭა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სტაჟირება გაიარა გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტში. მიღებული აქვს ჯორჯ შულცის სახელობის სტიპენდია და სხვა ჯილდოები.

2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 14 აპრილამდე  იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

2009-2012 წლები - "კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი.

2008–2009 წლები - საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრის კვლევითი განყოფილების უფროსი.

2005–2006 წლები - "პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი".

2004–2005 წლები - კომპანია "ბიზნესკონსალტინგის ჯგუფის" გენერალური დირექტორი.

2003–2004 წლები - საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი.

2001–2003 წლები - მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროებში.

1999–2001 წლები - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია.

სხვადასხვა დროს იყო "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი გამგეობის თავმჯდომარე.

იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ამერიკის განვითარების ინსტიტუტის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების ექსპერტი.

არის 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი;

არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.