საზოგადოება
ხანძარი ამჯერად გუდამაყრის ხეობაში გაჩნდა

gudamayris-xeobaსაგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამწვარია 10 ჰექტარი მიწა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები, მაგრამ ადგილების მიუვალობის გამო მეხანძრეები სამაშველო ოპერაციების მასშტაბურად ჩატარებას ვერ ახერხებენ. პარალელურად ცეცხლს საჩხერისა და ბაღდათის რაიონებში ებრძვიან. რაც შეეხება ყაზბეგს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.