საზოგადოება
გიორგი ერმაკოვი - ბათუმის მერობის კანდიდატი

ermakov-sazogad-1-analit-4საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.
გიორგი ერმაკოვი დაიბადა 1968 წლის 11 ივნისს, ქალაქ ბათუმში.
1992 წელს დამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1992-2012 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი.

1997-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის  სამმართველოში  ოპერატიულ მუშაკად, ამავე სამმართველოში ქვეგანყოფილების და განყოფილების უფროსის თანამდებობებზე.

2004-2005 წლებში იყო აჭარის შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი.

2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უროსის მოადგილისა და უფროსის თანამდებობებზე.

2008-2010 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის ბიუროს უფროსი.

2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე.

2013-2014 წლებში იყო შპს „თეგეტა მოტორსისის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი.

2014 წლის თებერვლიდან მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენამდე იყო ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.