საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი “Anadolu” ჯგუფის ენერგეტიკის სექტორის კოორდინატორს თუღბან იზეთ აქსოის შეხვდა

anadolu-saz-3საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “Anadolu”  ჯგუფის ენერგეტიკის სექტორის კოორდინატორს თუღბან იზეთ აქსოის შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების საკითხებსა და არსებულ  საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობასა და „Anadolu” ჯგუფს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დამთავრება და მისი ექსპლუატაციაში გაშვება.

ამასთან, „Anadolu” ჯგუფი დაინტერესებულია საქართველოს ენერგოსექტორში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებით.

შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, „ჯორჯია-ურბანის“ ენერგეტიკის გენერალური დირექტორი მურატ ქუჩუქი და „ჯორჯია-ურბანის“ ენერგეტიკის ოპერაციების დირექტორი ნოდარ კურტანიძე დაესწრნენ.

anadolu-saz-3-1