საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვია
საქართველო, 25 აპრილი,
საქინფორმი. სამიტის დაწყებამდე
გიორგი მარგველაშვილმა პირველი ორმხრივი შეხვედრა მოლდოვის პრეზიდენტ
ნიკოლაი ტიმოფტისთან გამართა. შეხვედრისას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2014 წელი ორივე სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მოლდოველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
საქართველოს პრეზიდენტი სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით წარდგება. ასევე დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის ორმხრივი შეხვედრები სამიტში მონაწილე ყველა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელთან.