პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ministreb-polit-2საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ლორან ფაბიუსთან და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსათვის აქტუალური საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებს, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებს.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების თემაზეც იმსჯელეს და ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და რეგიონში რუსეთის გავლენის ფაქტორებზე გაამახვილეს. საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და ევროპის ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

შეხვედრაზე ევროპელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.